წესები და პირობები
პირადი მონაცემები
ერთადერთი პირადი მონაცემი, რომელსაც storemano.com საიტის ბაზაში ან მომხმარებელთან პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაციის დროს ინახავს თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით, თქვენი სახელი და გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გახლავთ.
მომსახურების გაწევაში სტანდარტულად იგულისხმება თქვენთვის საბანკო განვადების განაცხადის შევსებაში დახმარება, ხოლო მეორე შემთხვევაში მომსახურების გაწევაში იგულისხმება საიტზე ბარათით ყიდვის სერვისის შეთავაზება და ამ შეთხვევაში ხდება დამატებით მისამართის შენახვა, შეძენილი ნივთის მოწოდების/საკურიერო სერვისის გაწევის მიზნით.
ეს მონაცემები ინახება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაცულ სერვერზე, ელ. კომერციის გლობალური ლიდერის მიერ დანერგილი ელექტრონული დაშიფრვისა და განთავსების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და ამ მხრივ მომხმარებელს შეუძლია თავი სრულიად უსაფრთხოდ იგრძნოს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი მესამე მხარისთვის რომელიმე ამ ინფორმაციის გადაცემა არ ხდება არანაირი მიზნით, გარდა საბანკო ინსტიტუტებისთვის, განვადების განაცხადის განხილვის მიზნისა და ასევე გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლო ფორს-მაჟორებისა.
მომხმარებელი, განვადების გაკეთების მიზნით სახელის, გვარის და ტელეფონის ნომრის შევსების დროს აცხადებს თანხმობას (სპეციალური მოსანიშნი ველის მონიშვნის მეშვეობით), რომ ეს ინფორმაცია მისი სურვილის შემთხვევაში შესაძლოა გადაეგზავნოს მის მიერვე შერჩეულ საფინანსო ინსტიტუტს (კომპანიის მომსახურე ბანკს) განვადების განაცხადის განხილვის დროს.
აქვე აცხადებს თანხმობას, რომ გარდა ამ ინფორმაციისა, storemano.com -ს ოპერატორმა მას მისივე სურვილის შემთხვევაში შესაძლოა კითხოს სხვა პირადი მონაცემები, რომლებიც განსაზღვრულია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის მიერ, განვადების განაცხადის განხილვის მიზნით (მაგალითისთვის: პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, არსებული შემოსავალი და ა.შ). ამ ინფორმაციის ფინანსურ ინსტიტუტში გადაგზავნა ხდება მხოლოდ მომხმარებელთან დამატებითი თანხმობის შემდეგ, სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით და მომხმარებლის მიერ პირველადი განაცხადის გამოგზავნისას სავალდებულო ველის მონიშვნა (წესებსა და პირობებზე დათანხმება) და/ან ზემოთხსენებული სატელეფონო კომუნიკაცია ითვლება დასტურად ამ მონაცემების გადაგზავნაზე.
ნებისმიერი საიტზე შემომსვლელი, პროდუქტის გვერდიდან “განვადების 2 ველიანი” განაცხადის ღილაკზე ხელის დაჭერის წინ წესებთან და პირობებთან დათანხმებით იღებს პასუხისმგებლობას, რომ არ იყენებს ბოროტად სხვა ადამიანის პირად მონაცემებს და კეთილსინდისიერად უდგება storemano.com -თან და შემდგომში საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობას მათთვის პირადი მონაცემების გაზიარების დროს.
სხვისი მონაცემების არაკეთილსინდიერად გამოყენების შესაძლო შემთხვევის დროს, storemano.com -ს წესებსა და პირობებზე დათანხმება ნიშნავს, რომ დავის შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მომხმარებლის IP მისამართი, რითაც გამოიგზავნა პირველადი განაცხადი და მასსა და storemano.com -ს ოპერატორს შორის შემდგარი სატელეფონო კომუნიკაციის ხანგრძლივობა და შინაარსი. ასევე, მიმდინარე და ამ გვერდზე განთავსებული წესები და პირობები.
წესებისა და პირობების შეცვლის შემთხვევაში ამ ცვლილების თარიღი დამატებით მითითებული იქნება ამავე გვერდზე. ინტერესის შემთხვევაში ეს მონაცემი შესაძლოა გაკონტროლდეს საიტის ადმინ პანელიდან, სადაც მისი ხელოვნური ცვლილება wordpess-ს შიდა ძრავის მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, თეორიულად შეუძლებელია.
საბარათე მონაცემები
პროდუქციის ბარათით ყიდვის დროს, storemano.com არ ინახავს თქვე საბარათე მონაცემებს. ის გამისამართებთ Unipay-ის (unipay.com) მიერ მხარდაჭერილ სპეციალურ გვერდზე, რომელიც იყენებს “ქართუ ბანკის” დაცულ სერვერსა და გადახდის მოდულს.
სხვა ინფორმაცია
storemano.com მისი უკეთ ფუნქციონირების, მომხმარებლისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზების და სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიის განხორციელების მიზნით, განთავსებულია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მიერ შემოთავაზებული სპეციალური და საქვეყნოდ ცნობილი/აპრობირებული ელექტრონული ხელსაწყოები, კერძოდ:
- FB Pixel – რომელიც აკონტროლებს თქვენს ვიზიტს, დათვალიერებულ გვერდებსა და პროდუქტებს მხოლოდ მაშინ, როცა ფეისბუქში ავტორიზირებული ეწვიეთ ჩვენს საიტს. ამ იინფორმაციის შეგროვება ჩვენს მიერ პირდაპირი სახით არ ხდება და ის სრულადFacebook-ის განკარგულებაშია, ხოლო მისი შენახვა/გავრცელება რეგულირდება აშშ-ს კანომდებლობითა და მისივე წესებით, რომელსაც ეთანხმებით ფეისბუქზე რეგისტრაციის დროს და შეგიძლიათ ცვალოთ თქვენივე ამ სოციალური ქსელის შიდა პროფილის პარამეტრებში.
- Google Analytics – დახლოებით იგივე ფუნქციების მქონე ანალიტიკური ხელსაწყო, რომელიც ინახავს ინფორმაციასე.წ ბრაუზერის Сookie-ბის მეშვეობით, ასევე თქვენს IP მისამართს, ლოგებს, ქალაქს, ქვეყანასა და ა.შ. ჩვენ არც ამ ინფორმაციას არ ვაგროვებთ და ის თავიდან ბოლომდე Google-ის დაქვემდებარებაშია.
წესები და პირობები
storemano.com (შემდგომში მანო) და დამკვეთი/კლიენტი ერთობლივად მოიხსენებიან, როგორც მხარეები და ცალ-ცალკე, როგორც მხარე. მხარეები, ადასტურებენ რა მათ უფლებაუნარიანობას და ქმედუნარიანობას იკისრონ ვალდებულებები და ამ მიზნით თანხმდებიან, შემდეგზე:
წინამძღვრები და პირობები
- MANO არის მაღაზია, რომელიც მის მართველობაში მქონე ვებ-გვერდების და ფიზიკური მაღაზიის მეშვეობით კლიენტს სთავაზობს სხვადასხვა სახის პროდუქციას.
- კლიენტი დაინტერესებულია ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, შეიძინოს ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქცია. MANO -ს მომხმარებელი სარგებლობს საკურიერო მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით.
- MANO საშუალებას აძლევს კლიენტს, ნივთის მიწოდებისას, ვიზუალურად დაათვალიერებინოს შერჩეული პროდუქტი და მოწონების შემთხვევაში იყიდოს ნივთი.
შეკვეთის განხორციელება
- მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია დეპოზოტის განთავსებით. ასევე მანოსთან შეთანხმებით შესაძლებელია ნივთის ღირებულების კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადახდა.
- ნივთის შესაძენად კლიენტი მანოს საბანკო ანგარიშზე ანთავსებს თანხას დეპოზიტის სახით.
- კლიენტს შეუძლია ისარგებლოს მანოს პარტნიორი ბანკების განვადების სერვისით და ამ გზით უზრუნველყოს დეპოზიტის განთავსება.
- ნივთის განვადებით შეძენის სურვილის შემთხვევაში დამკვეთი/კლიენტი დისტანციურად ავსებს განაცხადს განვადების დამტკიცების შესახებ.
- ნივთის განვადებით შესაძენად, მანო დამკვეთის მონაცემებს უგზავნის ბანკს განვადების დასამტკიცებლად. ნივთის განვადებით ყიდვის შემთხვევაში კლიენტს შესაძლოა დასჭირდეს არაუმეტეს 5 ლარიანი საკომისიოს გადახდა, რომელიც დამოკიდებულია მომსახურე ბანკსა და მანოს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე.
- განვადების დამტკიცების შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია 3 სამუშაო დღის განმავლობაში ხელი მოაწეროს განვადების ხელშეკრულებას. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში მანოს უფლება აქვს უარი განაცხადოს ნივთის მიწოდებაზე.
- განვადების ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან ერთად, დამკვეთი აძლევს ბანკს დავალებას დამტკიცებული თანხის კომპანიისთვის გადარიცხვის თაობაზე.
მანოს ვალდებულებები
- მანო, საბანკო ანგარიშზე კლიენტის დეპოზიტის განთავსების მომენტიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს კლიენტის შეკვეთის დამუშავება. ნივთის კლიენტისთვის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან 10 სამუშაო დღეს.
- კლიენტი გადაწყვეტილებას ნივთის შესყიდვის შესახებ იღებს უშუალოდ პროდუქტის მიღების მომენტში, რა დროსაც კლიენტი უფლებამოსილია უარი განაცხადოს შესყიდვაზე და უკან დაიბრუნოს დეპოზიტის თანხა ან მოითხოვოს განვადების გაუქმება. კლიენტს შეკვეთის გაუქმება შეუძლია ნივთის ჩაბარებამდე ნებისმიერ დროს.
- მომსახურება დასრულებულად ითვლება ნივთის კლიენტისთვის ჩაბარებისთანავე და დეპოზიტის სახით მიღებული თანხიდან დაიფარება ნივთის ღირებულება.
- კლიენტის მხრიდან მიღებულ ნივთზე პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში, მანო უზრუნველყოფს საგარანტიო მომსახურებას. საგარანტიო ვადა მითითებულია კონკრეტული პროდუქტის აღწერაში.
- კლიენტისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა ან მანოს მოთხოვნით გაუქმდება საბანკო განვადება.
შეკვეთის მიღება
- დამკვეთი ვალდებულია შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი ხარისხისა და პარამეტრების შესაბამისობა საიტზე მითითებული შეკვეთის მახასიათებლების გათვალისწინებით.
- თუ დამკვეთი მიიღებს შეკვეთას ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს და არ აყენებს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა შეთანხმებულ მდგომარეობაში;
- თუ საქმე ეხება გარეგნულად შესამჩნევ დანაკარგებსა და დაზიანებებს, სასურველია დამკვეთმა აღნიშნული პრეტენზია წარადგინოს შეკვეთის ჩაბარების დღესვე, ხოლო გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანებების შემთხვევაში – ჩაბარებიდან არა უგვიანეს ერთი კალენდარული დღისა.
- დამკვეთის მიერ წარდგენილი მოთხოვნა (პრეტენზია) კომპანიას წარედგინება წერილობითი სახით.
- თუ შეკვეთა ნაკლის მქონეა, დამკვეთის მიერ მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენიდან გონივრულ ვადაში კომპანია იმოქმედებს საგარანტიო წესების შესაბამისად.
- ტრანსპორტირების დროს შეკვეთის დაზიანებისა თუ დაღუპვის შემთხვევაში კომპანია დამკვეთის დავალებით მიმართავს გადამზიდ კომპანიას და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით მოსთხოვს ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნული არ ართმევს დამკვეთს უფლებას პირადად აწარმოოს დავა გადამზიდ კომპანიასთან.
- კომპანია ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დამკვეთს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი.
მხარეთა პასუხისმგებლობა
- თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებათა სრული, ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება.
- მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.
მანოს ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის გაცვლის პოლიტიკა
- პროდუქციაზე რომელზედაც ვრცელდება საგარანტიო პირობები, გამოვლენილი ნაკლის/ხარვეზის გამოსწორების საკითხები დარეგულირებულია შესაბამისი საგარანტიო სერვისით.
- სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში შეძენილი პროდუქციის შეცვლის ვადა შეადგენს 15 კალენდარულ დღეს ქვემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით.
- ნივთი არ უნდა იყოს გამოყენებული და უნდა იყოს იმ პირვანდელ მდგომარეობაში როგორშიც მომხმარებელმა შეძენისას მიიღო, თავდაპირველი შეფუთვისა და სასაქონლო იერსახის გათვალისწინებით.
- პროდუქციის გაცვლისას მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს მისი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობა.
- პროდუქციის შეცვლის შემთხვევაში დასაშვებია გაცვლა იდენტური ან განსხვავებული ღირებულების პროდუქციაზე. ფასთა შორის სხვაობას ერთი მხარე სრულად აუნაზღაურებს მეორეს.
- წინამდებარე პირობების გათვალისწინებით შეცვლა დაქვემდებარებული პროდუქციის გამყიდვლის სავაჭრო ობიექტამდე მიტანას მომხმარებელი ახორციელებს საკუთარი ხარჯით და რესურსით.
შეცვლას არ ექვემდებარება შემდეგი პროდუქცია:
- შეძენილი პროდუქცია რომლის იმპორტიც/წარმოებაც განხორციელდა სპეციალურად მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთის მიხედვით.
მომხმარებლის მოთხოვნის განხილვის წესი
მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს storemano.com-ს ელ-ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე : storemano.com@gmail.com და დააფიქსიროს მოთხოვნა. კომპანია მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს და დაუბრუნებს დასაბუთებულ პასუხს მომხმარებელს.
დაბრუნების პოლიტიკა
storemano-ზე შეძინილი პროდუქციის დაბრუნების უფლება, მომხმარებელს აქვს შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
(ა) ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს კომპანიის ცხელ ხაზს ან მოგვწეროს ელ-ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე – storemano.com@gmail.com
(ბ) დაბრუნებას ექვემდებარე კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქტი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა (მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, 30 ლარამდე ნივთები, ჰიგიენური ნივთები და სხვა)
დაბრუნების პირობები
- მომხმარებელს უფლება აქვს ნივთის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროს მოთხოვნა შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების თაობაზე. ვადა აითვლება მომხმარებლისთვის ნივთის მფლობელობაში გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გასვლასთან ერთად, მომხმარებელი კარგავს ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეავსოსნივთის დაბრუნების ფორმა და გადმოგზავნოს შემდეგ ელ მისამართზე: storemano.com@gmail.com
- ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის გაცხადებიდან, მომხმარებელს ენიჭება 10 დღიანი ვადა ნივთის დასაბრუნებლად. აღნიშნული ვადის გასვლა, კომპანიას უფლებას ანიჭებს უარი განაცხადოს ნივთის უკან დაბრუნებაზე.
- მომხმარებელს უფლება აქვს კომპანიისთვის ნივთის დაბრუნება უზრუნველყოს როგორც ფოსტის მეშვეობით ისე, პირადად, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ ნ106. ნივთის დაბრუნება შესაძლებელია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10 საათიდან 19 საათამდე, გარდა შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეებისა.
- იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება საიტზე მითითებულ მონაცემებს, ნივთს გააჩნია ქარხნული წუნი ან ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად, პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს კომპანია თავისი რესურსით.
- თუ საქონლის ბუნებიდან გამომდინარე ნივთის ფოსტით დაბრუნება შეუძლებელია, მომხმარებელია ვალდებულია გასწიოს საქონლის დაბრუნების ხარჯი.
- მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.
- კომპანია ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ან გააუქმოს განვადება ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ფორს–მაჟორი
- არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით, სოციალური აფეთქებებით და ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.
- თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.
- მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს.
- შეტყობინებაში ასახული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი რეგიონის: სავაჭრო, სამრეწველო, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
- არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.
კონფიდენციალურობა
- წინამდებარე წესები და პირობები ატარებენ კონფიდენციალურ ხასიათს და დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია მესამე პირ(ებ)ს გადაეცემა(თ) მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, მხარეთა მიერ წერილობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება:
- იმ ინფორმაციას, რომელიც არის ან გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად.
- ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაზეც მხარეები წერილობით შეთანხმდებიან.
- ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონმდებლობისა და/ან შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნათა შესაბამისად.
- დამკვეთი წინამდებარე წესებისა და პირობებზე თანხმობით უფლებას აძლევს მანოს ურთიერთანამშრომლობის ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს სტატისტიკური და ანალიტიკური მიზნით.
პრეტენზიები და დავები
- მხარეები აღნიშნავენ, რომ ეცდებიან ურთიერთნამშრომლობის ეტაპზე წარმოქმნილი ყოველგვარი დავის ან კონფლიქტის თავიდან აცილებას, ხოლო უთანხმოებათა გადაწყვეტას უზრუნველყოფენ ურთიერთმოლაპარაკების გზით.
- დავის წარმოშობიდან 15 დღის ვადაში კონსენსუსი მიუღწევლობის შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის არჩევით, წარმოქმნილი დავა გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დამატებითი პირობები
- ის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე სამომხმარებლო წესებითა და პირობებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- დადგენილი სამომხმარებლო წესებისა და პირობების რომელიმე მუხლის, პუნქტის, ქვეპუნქტის, დათქმის, წინადადების ბათილობა არ იწვევს სამომხმარებლო წესებისა და პირობების სრულად ბათილობას.
- ბრენდების წარმოშობის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება მომხმარებელს შეუძლია საიტზე წარმოდგენილშესაბამის გვერდზე. ამავე გვერდზე აღნიშნულია და დამატებით ვაზუსტებთ, რომ პროდუქტი, რომელსაც დასახელებაში არ აქვს მითითებული ბრენდის დასახელება, ნაწარმოები და იმპორტირებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. (ბრენდი უცნობია)
ი/მ “გიორგი ბედნარსკი”
მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი 106
საიდენტიფიკაციო ნომერი: 47001036642
ვებგვერდი: www.storemano.com
ელ. ფოსტა: storemano.com@gmail.com