მიწოდება და ანგარიშსწორება
Storemano.com-ზე განთავსებულ ყველა პროდუქტზე ან პროდუქტების სეტზე (რამდენიმე ნივთი ერთად) მოქმედებს საკურიერო სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით.
მიწოდება ხდება 1 ან 2 სამუშაო დღეში თბილისის, ხოლო 2-3 სამუშაო დღეში რეგიონული შესყიდვის შემთხვევაში, სოფლების შემთხვევაში 3-5 სამუშო დღე. გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (დამოკიდებულია რეგიონზე) რა დროსაც ნივთის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან 10 სამუშაო დღეს. ზუსტი ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდება შეკვეთის გაფორმების დროს.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ სართულზე ატანის სერვისი არ არის გათვალისწინებული. გამონაკლისები დაიშვება მხოლოდ ან საიტზე მითითებულ შემთხვევაში, ან მცირე გაბარიტიანი, 5 კგ-მდე წონის ნივთების მიტანისას და ასევე, დიდი მოცულობის ნივთებზე უშუალოდ კურიერთან, ადგილზე, მომხმარებელსა და მას შორის პირადი მოლაპარაკების შემთხვევაში.
გემსახურებით წამყვანი ქართული საკურიერო სერვისით, მიწოდების სისწრაფე, მოქნილობა და სრული უსაფრთხოება მაქსიმალურადაა დაცული.
ანგარიშსწორების მეთოდებად საიტზე შეგიძლიათ გამოიყენოთ პირდაპირი საბარათე გადახდის, საბანკო გადარიცხვის, კურიერთან გადახდის ან განვადებით შეძენის მეთოდები. ბარათით გადახდის სისტემა ხორციელდება Unipay.ge-ს მეშვეობით და ის უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს შეესაბამება.
რაც შეეხება ონლაინ საბანკო განვადებას, storemano.com წლების მანძილზე თანამშრომლობს წამყვან ქართულ საბანკო ინსტიტუტებთან და მომხმარებელს სთავაზობს თიბისი, საქართველოს და კრედო ბანკის, ასევე კრისტალის ონლაინ საბანკო განვადებებს მაქსიმალურად დაბალი, ხშირ შემთხვევაში საბაზროზე უკეთესი საპროცენტო განაკვეთებით, 3-დან 24 თვემდე ვადით.